2020-10-20 16:14:06
აუცილებელია, ყველა ადამიანმა, რომელიც არის ინფიცირებული ან იმყოფება საკარანტინე სივრცეში თუ თვითიზოლაციაში მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა - კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს იმ ადამიანების არჩევნებში მონაწილეობა, რომლებიც არიან კორონავირუსით ინფიცირებული ან იმყოფებიან საკარანტინე სივრცეებსა და თვითიზოლაციაში.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება, რომ სამართლიანად ჩატარდა.

„აუცილებელია, ყველა  ადამიანმა,  რომელიც არის ინფიცირებული ან იმყოფება საკარანტინე სივრცეში თუ თვითიზოლაციაში მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და მათი ეს საკონსტიტუციო უფლება არ შეიზღუდოს. ეს არის პირველ რიგში ხელისუფლების  პასუხისმგებლობა. თუ მათ ჰგონიათ, რომ მანიპულაციებით, გაყალბებით ამ ადამიანებს ხმებს წაართმევენ და სათავისოდ ჩაიწერენ, ძალიან ცდებიან. ამიტომ ველოდებით კონკრეტულ წინადადებას, ეს როგორ იქნება უზრუნველყოფილი. ბუნებრივია, გვექნება ჩვენი რეკომენდაციები და კატეგორიული მოთხოვნები. იმიტომ, რომ შეუძლებელია არჩევნები სამართლიანად ჩატარებულად ჩაითვალოს, თუ მასში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მონაწილეობას არ მიიღებს და საფრთხე დაემუქრება მათ ხმებს“. - განაცხადა კაპანაძემ.

ამავე თემაზე