2020-10-20 14:19:31
არსადაც არ განვაცხადებ, აზრი არ აქვს – სოსო ჯაჭვლიანის ცოლის თქმით, მას ქუჩაში ნიღბიანი პირი დაემუქრა

არსადაც არ განვაცხადებ, აზრი არ აქვს – მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის სოსო ჯაჭვლიანის ცოლი ირმა ჯაჭვლიანი ამბობს, რომ ქუჩაში ნიღბიანი პირი დაემუქრა. როგორც ის ფორმულასთან ყვება, პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან ამ სიტუაციაში არ ენდობა. 

"მუქარა ეხებოდა ოჯახს. არ განვაცხადე პოლიციაში. ისეთი დაბნეული ვიყავი და ისეთი შეშინებული ვიყავი, მოვრბოდი სახლში. არსადაც არ განვაცხადებ, აზრი არ აქვს. ამ სიტუაციაში არ ვენდობი", - ყვება ირმა ჯაჭვლიანი.

ჯაჭვლიანის ცოლზე სავარაუდო მუქარას წინ გამგეობის სხდომაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი დაპირისპირება უძღოდა. მკლავჭიდელებმა ჯაჭვლიანს კვერცხები დაუშინეს, ასევე წყალი შეასხეს. ისინი ითხოვენ, რომ ჯაჭვლიანმა თანამდებობა დატოვოს. 

"ერთი ადამიანის პირით შემომითვალა გიორგი არეშიძემ მე, რომ საერთოდ თავი დაანებეო. შენ მართალი ხარ თუ მტყუანი, ტელევიზიები ჩვენი არისო და შავ პიარს აგიგორებთო. მერე გახსოვთ, რაც მოხდა, გამგეობის სხდომა ტარდებოდა, იქ შემოვარდნენ, იყო წივილ-კივილი, ვითომ ამ გამგეობის ჩაშლა უნდოდათ, ამ თემაზე მე საერთოდ არ ვილაპარაკებდი, მაგრამ მოთმინების ფიალა ივსება იქ, როცა ოჯახის წევრს, თან ქალს, მეუღლეს ვიღაც ქუჩაში დახვდება და დაემუქრება", - ამბობს ჯაჭვლიანი ფორმულასთან. 

ამავე თემაზე