2020-10-19 14:10:22
რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა რამდენიმე კომპანიამ სცადა, თითქოს პოლიტიკურ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას, მუშაობა გაეგრძელებინათ, გპირდებით ყველა იქნება დაჯარიმებული – გახარია

რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა რამდენიმე კომპანიამ სცადა, რაღაც შეფერილობებით, თითქოს პოლიტიკურ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას, მუშაობა გაეგრძელებინათ. პირადად გეუბნებით, გპირდებით. ყველა იქნება დაჯარიმებული – ამის შესახებ განცხადება, პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

"ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები უნდა გადავინაწილოთ. რესურსები შევაფასოთ და ერთად გავიაროთ ეს ყველაფერი. კიდევ ერთი მომენტია: რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა რამდენიმე კომპანიამ სცადა, რაღაც შეფერილობებით, თითქოს პოლიტიკურ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას, მუშაობა გაეგრძელებინათ. პირადად გეუბნებით, გპირდებით. ყველა იქნება დაჯარიმებული. თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება, მეორე შემთხვევა არის სისხლის სამართლის საქმე და ყველგან აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა კომერციულ კომპანიებზე.

ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის სახუმარო. ვსაუბრობთ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. და ზოგ შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ არ აქვთ გაცნობიერებული რისკის ხარისხი, ამით მანიპულირება და მათი შემოტყუება კლუბებსა და ღამის რესტორნებში კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა, ეს არის კონკრეტული კომპანიების პასყუხისმგებლობა და მათ მოეთხოვებათ პასუხი, უმკაცრესი". - თქვა გახარიამ ბრიფინგზე. 

ამავე თემაზე