2020-10-18 14:35:34
ყველამ კარგად იცის, რომ პროვოკაციებს თუ ვინმე აწყობს, ეს არის თვითონ გახარია და "ქართული ოცნება" -კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ წინ ბევრი პროვოკაცია ელოდებათ, მაგრამ მათი მთავარი მიზანია, რომ მათ გამარჯვებას არავინ მიაყენოს ჩრდილი.

კაპანაძის თქმით, თუ ვინმე აწყობს პროვოკაციებს, თუ ვინმე უვარდება ოპოზიცურ პარტიებს ოფისებში, თუ ვინმე ანთავისუფლებს მასწვალებლებს და აწყობს სხვადასხვა სახის პროვოკაციას, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს მთავარი მიზანია, რომ მოახდინოს ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები და გაუშვას ყველა პროვოკატორი ოპოზიციაში.

„ნიშანდობლივია, რომ გახარია საუბრობს, რომ წინ ბევრი პროვოკაცია გველოდება, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ პროვოკაციებს თუ ვინმე აწყობს, ეს არის თვითონ გახარია და ქართული ოცნება და არა ოპოზიციური პარტიები და მით უმეტეს არა ევროპული საქართველო.

ამიტომ, როდესაც გახარია საუბრობს, რომ წინ ბევრი პროვოკაცია გველოდება და მათ გამარჯვებას უნდა მიაღწიონ ჩრდილის გარეშე, რეალურად აანონსებს იმას, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში კიდევ ბევრჯერ მიუვარდებიან ოპოზიციურ პარტიებს, კიდევ ბევრჯერ ესვრიან ქვებს, კიდევ ბევრჯერ გაანთავისუფლებენ მასწავლებლებს და კიდევ ბევრჯერ მოახდენენ სხვადასხვა ინციდენტებს. ამ ყველაფერს ბუნებრივია გააკეთებენ იმისთვის, რომ ოპოზიციას დააბრალონ დესტაბილიზაცია.

ამ დროს ოპოზიციის ამოცანა, ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ მოახდინოს გარდამტეხი ცვლილებები, მშვიდად მოვიგოთ ეს არჩევნები და ივანიშვილი, გახარია და ყველა ეს პროვოკატორი გავუშვათ ოპოზიციაში.“ -აცხადებს კაპანაძე.

ამავე თემაზე