2020-10-17 13:32:59
ბატონი ღარიბაშვილი ამ ქვეყანაში პოლიტიკური სიველურის სიმბოლოა - კანდელაკი

"ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. კანდელაკის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არის პოლიტიკური სიველურის სიმბოლო. მას სურს წარმოაჩინოს, რომ ივანიშვილის ერთადერთი ალტერნატივა სააკაშვილია, რაც რეალობას არ შეესაბამება.

კანდელაკმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რასაც პროპორციული არჩევნები მოიტანს.

„ბატონი ღარიბაშვილი, თუ შეიძლება ითქვას, არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური სიველურის სიმბოლო და მას უნდა წარმოაჩინოს, რომ თითქოს არჩევანი არის მხოლოდ სააკაშვილს და მხოლოდ ივანიშვილს შორის, რაც ასე არ არის, რა თქმა უნდა. ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რასაც მოიტანს პროპორციული არჩევნები და ევროპული საქართველო.“ -განაცხადა კანდელაკმა.

ამავე თემაზე