2020-10-17 13:31:58
ის, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში საარჩევნო კამპანია, ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება - ჭიაბერაშვილი

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ის, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში საარჩევნო პროცესი, ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება.

ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეპიდვითარების სრული ანალიზის საზოგადოებისათვის გახსნის საფუძველზე, უნდა ახსნას, თუ რა როგორ უნდა გაკეთდეს.

„საზოგადოების უდიდეს ნაწილს აქვს განცდა, რომ ხელისუფლება უბრალოდ მანიპულირებს, არა ციფრებით, არამედ ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკაა, რომ როგორმე მივაღწიოთ არჩევნებამდე და მერე რაც იქნება იქნება. ის, თუ როგორ მიმდინარეობს ქვეყანაში საარჩევნო კამპანია, ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება და ზუსტად ამას ვამბობ, რომ ხელისუფლებამ ეპიდვითარების სრული ანალიზის საზოგადოებისთვის გახსნის საფუძველზე, უნდა ახსნას, თუ რა როგორ უნდა გაკეთდეს.“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე