2020-10-17 12:09:17
ამ სიდუხჭირესა და უპერსპექტივობას მხოლოდ გარდამტეხი ცვლილებები უშველის - წერეთელი

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი, ტყიბულში ადგილობრივებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.

წერეთლის თქმით, იმ უიმედობას, უპერსპექტივობას, სოციალურ გაჭირვებასა და ეკონომიკურ კრიზისს მხოლოდ გარდამტეხი ცვლილებები უშველის. წერეთელმა აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს გეგმა არის რეალური და კონკრეტული და მოუტანს როგორც ტყიბულს, ისე მთლიანად საქართველოს ახალ შესაძლებლობებს.

„ქალაქ ტყიბულში შეხვედრები მარწმუნებს, რომ ამ სიდუხჭირესა და უპერსპექტივობას მხოლოდ გარდამტეხი ცვლილებები უშველის. ამ მდგომარეობას ტყიბულის ბაზარი კარგად ასახავს, მყიდველი მხოლოდ კანტიკუნტად ჩანს და გამყიდველებს ნისიების უზარმაზარი დავთრები აქვთ.“ - განაცხადა წერეთელმა.

ამავე თემაზე