2020-10-16 20:01:37
ვერასდროს ვერ მოვაგვარებთ სხვა პრობლემებს, თუ არ მოვაგვარეთ უმთავრესი – განათლების პრობლემა - ახვლედიანი

"ევროპული საქართველოს" ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით,  დღეს ქვეყანაში ძალიან ბევრი მიმართულებით არის პრობლემა, თუმცა ვერცერთი ვერ გამოსწორდება, თუ არ გამოსწორდა განათლების პრობლემა.

ახვლედიანის თქმით, უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოში განათლება უნდა იყოს, რაც მას გახდის რეალურად ევროპულ, რეალურად განათლებულ სახელმწიფოს.

„ჩვენი ეკონომიკა, მისი ცალკეული დარგები ჯერ კიდევ ძალიან განუვითარებელია, მოუწესრიგებელია ქალაქები, არ გვივარგა ინფრასტრუქტურა, ცუდ დღეშია სასამართლო... ბევრი სხვა რამ გვაწუხებს, გვაწუხებს არსებითად, მაგრამ ვერასდროს, ვერასდროს ვერ მოვაგვარებთ ამ პრობლემებს, თუ არ მოვაგვარეთ უმთავრესი – განათლების პრობლემა.

შავ დღეშია საქართველოში სასკოლო განათლება, უბედურ დღეშია უმაღლესი განათლება. ჩვენ ვხვდებით, რომ ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს ეს სისტემა, ვხვდებით, რომ საქართველოსთვის განათლება უნდა იყოს უმთავრესი პრიორიტეტი. არა თავდაცვა, არა უსაფრთხოება, ყველაფერი მთავარია, მაგრამ განათლება, უპირველესად, განათლება! ამასთან ერთად, მრცხვენია, როცა ვხედავ, რომ ჩვენი სტუდენტები აღარ არიან აქტიურები, აღარ არიან სათანადოდ ჩართული სამოქალაქო ცხოვრებაში. არადა, სწორედ სტუდენტები უნდა იყვნენ სახელმწიფოებრიობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის ავანგარდში. გპირდებით, რომ 31 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვების შემდეგ საქართველო გახდება რეალურად ევროპული, რეალურად განათლებული ქვეყანა!" - განაცხადა ახვლედიანმა.

ამავე თემაზე