2020-10-16 19:58:23
ლევან თარხნიშვილსა და მისი შტაბის წევრებს 6-მდე პირი თავს დაესხა

"ევროპული საქართველოს" წევრს ლევან თარხნიშვილს თავს დაესხნენ. გორის მაჟორიტარობის კანდიდატს და მისი შტაბის წევრებს 6-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. თავდამსხმელები სავარაუდოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან, მათ ჯერ თარხნიშვილის საარჩევნო პლაკატებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პოსტერი გადააკრეს, შემდეგ კი პარტიის წევრებს თავს დაესხნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე "ევროპული საქართველოს" ლიდერზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ოპონენტებზე თავდასხმას, ძალადობრივ ჯგუფების მობილიზებით ცდილობს. 

"ჩვეულებრივი სახეა ქართული ოცნების ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზება, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ოპონენტებზე თავდასხმა. სიმბოლო არჩევნების გახდა კორცხელი და კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები არ დასჯილან. ადამიანების ცემა დმანისში, ბოლნისში, მარნეულში და არავინ არ დასჯილა მთელი ამ პერიოდის მანძილზე. ეს არის დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც იქცა ქართული ოცნების მთავარ წინასაარჩევნო სახედ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ ჩამოიშორონ ადამიანები, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ 31 ოქტომბერს ხელისუფლება შეცვალონ", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

 

 

 

ამავე თემაზე