2020-10-16 19:53:43
მოსახლეობაში არის გარდამტეხი ცვლილებებისა და უკეთესობის მოლოდინი - წერეთელი

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი, ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და მოსახლეობას გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნო.

წერეთლის თქმით, მთლიანად ზესტაფონში იგრძნობა სიდუხჭირე და რთული ცხოვრება, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან კი სრული უყურადღებობაა.

წერეთელმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს დასრულდება  ეს უიმედობისა და უპერსპექტივობა და ახალი ხელისუფლება როგორც ზესტაფონს, ისე იმერეთის მხარეს და მთლიანად საქართველოს მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

კვალითის დასახლებაში კარგად იგრძნობა ის სიდუხჭირე და რთული ცხოვრება, რაც ზესტაფონშია. აქ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რომ თანამედროვე ქალაქის უბანს დაემსგავსოს. ყველას იმედი აქვს, რომ არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება ბევრ საკითხს მოაგვარებს.

ერთ-ერთ შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ და თავისი მოსაზრებებიც გამოთქვეს. არ ვიცი ეს ხელის შეშლის ფორმაა თუ გულწრფელი ინტერესი, თუმცა იქ შეკრებილმა ხალხმა მათი ნათქვამი ნამდვილად არ გაიზიარა და ცხარე კამათიც გაიმართა. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მშვიდად დასრულდა და იქ მყოფთა მოტივაცია ოპოზიციის მხარდასაჭერად კიდევ უფრო გაიზარდა

ყველა შეხვედრაზე ვსაუბრობთ კორონას გაზრდილ შემთხვევებზე და სათანადო წესების დაცვის აუცილებლობაზე. თუმცა ამ პროცესის არასწორად მართვის გამო, ბევრი ამ ვითარებას ეჭვით უყურებს.“ - განაცხადა წერეთელმა.

ამავე თემაზე