2020-10-16 18:48:27
რამდენი საწოლი და კლინიკაა მობილიზებული კოვიდპაციენტებისთვის - სამინისტროს განმარტება

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ ილაპარაკა საქართველოში COVID – 19-თან საბრძოლველად მობილიზებული რესურსების შესახებ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში 44-მდე COVID-კლინიკა მოქმედებს, რომლებშიც არის 3700-ზე მეტი საწოლი:

საწოლებისა და კლინიკების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით შემდეგია:

  • თბილისი - 18 კლინიკა (საწოლების რაოდენობა - 1987);
  • აჭარა - 11 კლინიკა (საწოლების რაოდენობა 731);
  • იმერეთი - 10 კლინიკა (644 საწოლი);
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2 კლინიკა (190 საწოლი);
  • შიდა ქართლი - 1 კლინიკა ( 164 საწოლი);
  • მცხეთა-მთიანეთში 1 კლინიკა (111 საწოლი)
  • გურია - 1 კლინიკა (21 საწოლი).

COVID-დადასტურებული პაციენტების სამართავად ქვეყანაში მობილიზებულია 20 COVID-სასტუმრო (დღეისათვის ამ სასტუმროებში 1200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება). პარალელურად შემუშავებულია სხვა დაწესებულებების ნუსხა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩაერთვებიან.

ეკა ადამიას განცხადებით, საქართველოში საწოლფონდის რაოდენობა ჭარბია და აღემატება საჭირო რაოდენობას. ქვეყნის მასშტაბით სულ არის 17 400-ზე მეტი საწოლი, მათ შორის, ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის საწოლი არის 2290.

ამავე თემაზე