2020-10-16 14:08:31
ბელარუსმა სვეტლანა ტიხანოვსკაიაზე ძებნა გამოაცხადა

ბელარუსმა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატზე, სვეტლანა ტიხანოვსკაიაზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ტიხანოვსკაიას ბრალი ქვეყნის კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი მეთოდებით დამხობის მცდელობის მუხლით აქვს წაყენებული.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ტიხანოვსკაიაზე ძებნა რუსეთის ფედერაციაშიც გამოცხადდა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ რუსეთში ტიხანოვსკაიას წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის, თუცმა მასზე ძებნა მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთდახმარების შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გამოცხადდა.

ბრალდება ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე