2020-10-16 11:35:08
სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები და კოვიდ 19

ქრონიკული რესპირატორული დაავადებები (CRD) არის სასუნთქი სისტემის სხვადა სხვა სტრუქტურების ავადმყოფობები, რომლებსაც მუდმივი მიმდინარეობა ახასიათებთ. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) და ბრონქული ასთმის გარდა, ის მოიცავს ფილტვების ინტერსტიციულ დაავადებებს, პულმონურ ჰიპერტენზიას, ცისტურ ფიბროზს, ბრონქოექტაზიურ დაავადებას, ობსტრუქციულ ძილის აპნოეს, სასუნთქი სისტემის ნევროლოგიური დაზიანებით მიმდინარე დაავადებებს, გარემოს დაბინძურებით გამოწვეულ სხვადასხვა პროფესიულ დაავადებებს და. ა.შ. (თამბაქოს კვამლის გარდა, სხვა რისკ ფაქტორებში შედის ჰაერის დაბინძურება, პროფესიული ქიმიკატები და მტვერი და ბავშვებში ქვედა სასუნთქი გზების ხშირი ინფექციები. )

კორონავირუსის პანდემიამ ქრონიკული რეპირატორული დაავადებების მონიტორინგის აუცილებლობა გაზარდა. კერძოდ არსებული მონაცემებისანალიზის მიხედვით ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ კლასიფიცირებულია დადასტურებული და შესაძლო რისკ ფაქტორები რომელებიც ხელს უწყობენ COVID-19 მძიმე მიმდინარეობას .სასუნთქი სისტემის თვალსაზრისით მათ შორისაა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვის კიბო, ბრონქული ასთმა, ფილტვის ფიბროზი, მოწევა და ცისტური ფიბროზი. აღნიშნული ქრონიკული დაავადებების მონიტორინგის და ინფექციის კოტროლის რეკომენდაციების დაცვით შესაძლებელია მძიმე გართულებების თავიდან არიდება.

რეკომენდაციები სხვადასხვა ქრონიკული სასუნთქი დაავადებების დროს პანდემიის პირობებში:

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი)covid-19 -ით დაავადებულ პაციენტებში ასოცირდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციის, ინვაზიური ვენტილაციის ან სიკვდილის მაღალ ალბათობასთან , ამიტომ რეკომენდირებულია:

· ფქოდით დაავადებულმა პირებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ თავიდან აიცილონ COVID-19 ზემოქმედება ხელის ჰიგიენის და სოციალური დისტანცირების გამოყენებით.

· აუცილებელია გაგრძელდეს შემანარჩუნებელი ყველა მედიკამენტი პანდემიის დროს, მათ შორის საინჰალაციო მედიკამენტები რეგულარულად. ეს მედიკამენტები ხელს უწყობს ფქოდისგამწვავების რისკის შემცირებას და ფილტვების ფუნქციის ოპტიმიზაციას. ძირითადად პაციენტები გამოიყენებენ დოზირებულ ინჰალატორებს რომელსაც არ სჭირდება დენის წყარო ან სხვა დამხმარე მოწყობილობა, თუმცა პაციენტებისთვის, რომლებიც იყენებენ ნებულაიზერებს სახლში, საჭიროა სიფრთხილე, რომ თავიდან აიცილოთ ვირუსის გავრცელება ოჯახის სხვა წევრებზე. მკურნალობის სტრატეგია საჭიროა ყოველთვის შეთანხმებული იყოს პულმონოლოგთან.

  •  დარწმუნდით, რომ გაქვთ თქვენი მედიკამენტების მინიმუმ 30-დღიანი მარაგი.
  •  მოერიდეთ ტრიგერებს, რომლებიც თქვენს სიმპტომებს ამძაფრებს. (მათ შორის თამბაქოს)
  •  დარეკეთ თქვენს ექიმთან (პულმონოლოგთან) თუკი გაქვთ შეშფოთება თქვენს მდგომარეობასთან დაკავშირებით ან თავს ცუდად გრძნობთ.
  •  თუ არ გყავთ ექიმი შესაძლებელია კონსულტაცია გაიაროთ ონლაინ ან კლინიკაში ვიზიტით, რათა ზუსტად განსაზღვროთ მკურნალობის სტატეგია და შეაფასოთ გართულების რისკები.
  •  სეზონურად საჭიროა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ექიმის მიერ რეკომენდირებულ პერიოდში.
  • ბრონქული ასთმა covid-19 -ით დაავადებულ პაციენტებში შესაძლოა ასოცირდებოდეს მძიმე მიმდინარეობასთან . ამ თვალსაზრისით რეკომენდირებულია:
  •  დაიცავით ხელის ჰიგიენის და სოციალური დისტანცირება.
  •  აუცილებელია გაგრძელდეს შემანარჩუნებელი ყველა მედიკამენტი პანდემიის დროს, მათ შორის საინჰალაციო მედიკამენტები რეგულარულად.
  •  დარწმუნდით, რომ გაქვთ თქვენი მედიკამენტების მინიმუმ 30-დღიანი მარაგი
  •  მოერიდეთ ტრიგერებს, რომლებიც თქვენს სიმპტომებს ამძაფრებს.მათ შორის თამბაქოს, ხოლო სახლის დალაგება თხოვეთ ოჯახის სხვა წევრებს რომლებსაც არ აქვთ ასთმა. საწმენდ და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებისას:

ü დარწმუნდით, რომ ასთმით დაავადებული ადამიანები არ არიან ოთახში.

ü მოერიდეთ სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებას, რომლებიც ცნობილია ასთმის შეტევების გამომწვევად.

ü გახსენით ფანჯრები ან კარები და გამოიყენეთ ვენტილატორი, რომელიც ხელს უწყობს ჰაერის გასვლას გარეთ.

ü ყოველთვის მიჰყევით ინსტრუქციას პროდუქტის ეტიკეტზე.

ü შეასხურეთ ან დაასხით შესასხურებელი საშუალებები საწმენდ ტილოზე ან ქაღალდის პირსახოციზე, ნაცვლად პროდუქტის პირდაპირ საწმენდის ზედაპირზე შესხურებისა (თუ პროდუქტის ეტიკეტი ამის საშუალებას იძლევა).

  •  დარეკეთ თქვენს ექიმთან (პულმონოლოგთან) თუკი გაქვთ შეშფოთება თქვენს მდგომარეობასთან დაკავშირებით ან თავს ცუდად გრძნობთ.
  •  თუ არ გყავთ ექიმი შესაძლებელია კონსულტაცია გაიაროთ ონლაინ ან კლინიკაში ვიზიტით, რათა ზუსტად განსაზღვროთ მკურნალობის სტატეგია და შეაფასოთ გართულების რისკები.
  •  სეზონურად საჭიროა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ექიმის მიერ რეკომენდირებულ პერიოდში.

ზოგადი რეკომენდაციები სხვადასხვა ქრონიკული რესპირატორული (ფილტვის ფიბროზი, ბრონქოექტაზიური დაავადება, ცისტური ფიბროზი და სხვა )დაავადებებისათვის COVID-19 პანდემიის დროს.

  •  დაიცავით ინფექციის კონტროლის ზოგადი რეკომენდაციები
  •  თუ იყენებთ სხვადასხვა აპარატებს ბინაზე (ჟანგბადის კონცენტრატორი, CPAP, ნებულაიზერი) მკაცრად დაიცავით ექიმის მიერ ინდივიდუალურად რეკომენდირებული გამოყენების და მათი დეზინფექციის წესები.
  •  აუცილებელია გაგრძელდეს შემანარჩუნებელი ყველა მედიკამენტი პანდემიის დროს, მათ შორის საინჰალაციო მედიკამენტები რეგულარულად.
  •  დარწმუნდით, რომ გაქვთ თქვენი მედიკამენტების მინიმუმ 30-დღიანი მარაგი
  •  მოერიდეთ ტრიგერებს, რომლებიც თქვენს სიმპტომებს ამძაფრებს. (მათ შორის თამბაქოს)
  •  არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმის რეკომენდაციის გარეშე.
  •  დარეკეთ თქვენს ექიმთან (პულმონოლოგთან) თუკი გაქვთ შეშფოთება თქვენს მდგომარეობასთან დაკავშირებით ან თავს ცუდად გრძნობთ.
  •  თუ არ გყავთ ექიმი შესაძლებელია კონსულტაცია გაიაროთ ონლაინ ან კლინიკაში ვიზიტით, რათა ზუსტად განსაზღვროთ მკურნალობის სტატეგია და შეაფასოთ გართულების რისკები.
  •  სეზონურად საჭიროა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ექიმის მიერ რეკომენდირებულ პერიოდში.
  •  შეასრულეთ სუნთქვითი ვარჯიშები სხვადასხვა მოწყობილობების გამოყენებით (რეაბილიტაცია) მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, ინფექციის კონტროლის წესების დაცვით.

გახსოვდეთ, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების წინასწარ გაწერილი რეგულარული მკურნალობით და მუდმივი მონიტორინგით გააუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს და შეამცირებთ კორონავირუსით გართულების რისკი.

დადგენილი რისკ ფაქტორები

  •  კიბო
  •  თირკმლის ქრონიკული დაავადება
  •  ფილტვების ქრონიკული ობსტრუქიცული დაავადება
  •  იმუნოკომპრომიტირებული მდგომარეობა ორგანოს გადანერგვისას
  •  სიმსუქნე (BMI>30kg/m2)
  •  კარდიოვასკულური დაავადება (გულის უკმარისობა, კორონარული არტერიების დაავადება, კარდიომიოპათია)
  •  მოწევა
  •  ნამგლისებრი ანემია (Sickle cell disease)
  •  შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2

შესაძლო რისკფაქტორები

  •  ბრონქული ასთმა (საშუალო, მძიმე)
  •  ცერებროვასკულური დაავადებები
  •  ცისტური ფიბროზი
  •  ჰიპერტენზია
  •  იმუნოკომპრომიტირებული მდგომარეობა (გლუკოკორტიკოსტერიოდების გამოყენება, HIVდა სხვა იმუნოდეფიციტები)
  •  ღვიძლის დაავადებები
  •  ნევროლოგიური მდგომარეობები (მათ შორის დემენცია)
  •  ჭარბი წონა (BMI>25 და <30kg/m2)
  •  ორსულობა
  •  ფილტვის ფიბროზი
  •  თალასემია
  •  შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1

ექიმთან კონსულტაციაზე ჩასაწერად : 2 51 70 08

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

მის:ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5

ამავე თემაზე