2020-10-16 10:30:32
ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 7334 ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 7334 ადამიანი დაინფიცირდა.

დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 348 557-მდე გაიზარდა. დღე-ღამეში ვირუსს 24 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 9 734 პაციენტი გარდაიცვალა.

გამოჯანმრთელებულია 284 600 ადამიანი. გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

ამავე თემაზე