2020-10-15 19:51:04
ევროკომისიის პრეზიდენტს კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტის გამო ევროკავშირის სამიტის დატოვება მოუწია

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტის გამო ევროკავშირის სამიტის დატოვება მოუწია. როგორც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკომისიის ხელმძღვანელი წერს, მას კონტაქტი ჰქონდა პირთან, რომელსაც კოვიდ-19 აღმოაჩნდა, ამიტომ კარანტინში გადადის.

„მე ახლახან მაცნობეს, რო ჩემს თანამშრომელს ამ დილით „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. თავად მე ტესტის უარყოფითი პასუხი მივიღე, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, დაუყვნებლივ ვტოვებ ევროკავშირის საბჭოს და გადავდივარ თვითიზოლაციაში“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ამავე თემაზე