2020-10-15 15:34:13
პრობლემა არ გვაქვს, რომ ვმართოთ თუნდაც საზღვრების მეტი გახსნილობის პირობებში ეს ინფექცია - თურნავა

პრობლემა არ გვაქვს, რომ ვმართოთ თუნდაც საზღვრების მეტი გახსნილობის პირობებში ეს ინფექცია - ამის შესახებ განცხადება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა

"ეს გადაწყვეტილება არამც და არამც არ ზრდის ინფიცირების რისკებს, იმიტომ, რომ მოთხოვნილი იქნება აუცილებლად PCR ტესტის შედეგები. მსოფლიოშიც და საქართველოშიც ტესტირების ხარისხი არის საკმაოდ მაღალი და ეს არის საკმაოდ მყარი ეკვივალენტი კარანტინების.

დღეს უფრო გაცილებით მზად ვართ უფრო თამამი გადაწყვეტილებებისთვის, იმიტომ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სექტორი, პრევენციული ღონისძიებები, უკვე აპრობირებულია, პრობლემა არ გვაქვს, რომ ვმართოთ თუნდაც საზღვრების მეტი გახსნილობის პირობებში ეს ინფექცია, ასე რომ ამ თვალსაზრისით არავის შეეპაროს ეჭვი, ეს არის კარგად შეჯერებული და სხვათა შორის, ჩვენი ჯანდაცვის სექტორი და ეპიდემიოლოგები იყვნენ ამ გადაწყვეტილების ერთ ერთი მოთავეები.” - აცხადებს თურნავა.

ამავე თემაზე