2020-10-15 14:46:41
ეს ბრალდებები პოსტსაბჭოთა ამბავს მაგონებს - კუბილიუსი კარტოგრაფებზე

ეს ბრალდებები პოსტსაბჭოთა ამბავს მაგონებს. ხელისუფლება იყენებს თავის ძალაუფლებას, მათ შორის, რომ გავლენა მოახდინოს საარჩვენო კამპანიაზე - ამის შესახებ განცხადება, ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუმა "ფორმულასთან" საუბრისას გააკეთა.

"ქართულ ოცნებას ვეტყოდი, რომ ჩრდილს ნუ მიაყენებენ საარჩევნო კამპანიას ძველი მეთოდებით. შეეცადოს აჩვენოს, რომ საქართველო მოწიფული დემოკრატიაა. ჩვენ მსგავსი რეგიონებიდან ვართ და ადვილად შეგვიძლია, გამოვიცნოთ, რა ხრიკებს იყენებენ მმართველი პარტიები საარჩევნო კამპანიების დროს. ეს ბრალდებები პოსტსაბჭოთა ამბავს მაგონებს. ხელისუფლება იყენებს თავის ძალაუფლებას, მათ შორის, რომ გავლენა მოახდინოს საარჩვენო კამპანიაზე.

2007 წლის საკითხების წამოწევა და ცნობილი 2 ექსპერტის ციხეში ჩასმა დაუჯერებელია. მაგონებს ჩვენს შემთხვევებსაც, როცა მმართველი პარტია 10-20 წლის საკითხებს წამოწევს. მათ პოლიტიკურ არქეოლოგებს ვუწოდებ.

ზოგადად, ასეთ საქმეებს, მათ პოლიტიზებას და ბრალდებებს პარტიისთვის სარგებელი არ მოაქვს. ჩვენ შეგვიძლია, შევაქოთ მმართველი პარტია კარგი რაღაცეებისთვის, მაგრამ ვითარება უფრო რთულდება, იზრდება პანდემია, ამის გამო ხალხი ბედნიერი ნამდვილად არაა. გასაგებია, რომ მმართველი პარტიაც ნერვიულობს. ასე, რომ პოლიტიკურ კამპანიაში ახალი ამბის შეტანა არის ტაქტიკა დ ამცდელობა, თავი აარიდო საზოგადოების პრობლემებს და გადაიტანო მათი ყურადღება იმისგან, რაც რეალურად ხდება". 

ამავე თემაზე