2020-10-15 13:53:36
ნოემბერში, ეტაპობრივად პირდაპირი რეისები გაიხსნება როგორც თბილისის, ასევე ევროპის მიმართულებით - გახარია

ნოემბერში, ეტაპობრივად პირდაპირი რეისები გაიხსნება როგორც თბილისის, ასევე ევროპის მიმართულებით, ასევე ქუთაისდან ევროპის მიმართულებით - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

"პირველი ნაბიჯი იქნება, ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისბეზე ფრენების დამატება, ეს იქნება საფრანგეთი, პარიზის და გერმანია- მიუნხენის მიმართულებით. გარდა იმისა, რომ ეს ჩვენ მოქალაქებს მიცემს გადაადგილების შესაძლებლობას, ეკონომიკას მისცემს ცოტა მეტ ჟანგბადს, პარალელურად, მოგვეხმარება ქვეყანაში დამკვირვებლების შემოყვანის. 

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკვე ნოემბერში, ეტაპობრივად პირდაპირი რეისები გაიხსნება როგორც თბილისის, ასევე ევროპის მიმართულებით, ასევე ქუთაისდან ევროპის მიმართულებით,"- განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.  

ამავე თემაზე