2020-10-15 13:27:05
ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა

საპროტესტო აქციების შემდეგ, ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ყირგიზეთის პრეზიდენტი სორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა. ჟეენბეკოვის თქმით, მისთვის უპირველესია სიმშვიდე ქვეყანაში და საზოგადოების ერთიანობა. სწორედ ამიტომ, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

"სამწუხაროდ, აგრესია არ ცხრება, ჩემი დაუყოვნებლივი გადადგომის მოთხოვნა გრძელდება. ჩემთვის არაფერია ძვირფასი, ვიდრე თითოეული ჩემი თანამემამულის ცხოვრება. არ მინდა ყირგიზეთის ისტორიაში დავრჩე პრეზიდენტად, რომელმაც სისხლი დაღვარა და ესროლა საკუთარ მოქალაქეებს. ამიტომ, გადადგომა გადავწყვიტე", - აცხადებს ჟეენბეკოვი.

ამავე თემაზე