2020-10-15 10:15:12
აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კვლავ დაძაბულობაა. მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ოფიციალური ერევანი კონფლიქტის ზონაში კიდევ 23 სომეხი სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო ჯამში ყარაბაღში გარდაცვლილი ჯარისკაცების რიცხვი 555-მდე გაიზარდა.

ყარაბაღის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის. ვლადიმერ პუტინი კონფლიქტში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასული მებრძოლების მონაწილეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. მაიკ პომპეოს განცხადებით, ვაშინგტონი ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება და ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ყველა დიპლომატიურ ინსტრუმენტს იყენებს. 

 

ამავე თემაზე