2020-10-15 09:50:42
ადამიანებმა უნდა დაივიწყონ საღამოს რესტორნებში და ერთმანეთთან სტუმრად სიარული - ემანუელ მაკრონი

ადამიანებმა უნდა დაივიწყონ საღამოს რესტორნებში და ერთმანეთთან სტუმრად სიარული, უნდა ვიმოქმედოთ, უნდა შევამციროთ კონტაქტები, – ასე მიმართა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოსახლეობას.

„ვიცი, რომ ეს ყველასგან დიდ ძალისხმევას ითხოვს, მაგრამ აუცილებელია. სიტუაცია შემაშფოთებელია, მაგრამ კონტროლირებადი. ჩვენ მეორე ტალღა გვაქვს და ეს ხდება მთელს ევროპაში“,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საგანგებო მდგომარეობა ძალაში 17 ოქტომბრიდან შევა. პარიზსა და რამდენიმე ქალაქში, სადაც „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, 21:00-დან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდება. კომენდანტის საათის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა 137 ევროს ოდენობით განისაზღვრა.

ამავე თემაზე