2020-10-14 17:18:38
გოცირიძე აცხადებს, რომ მელაშვილი-ილიჩოვას მონახულებაზე უარი უთხრეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძე ამბობს, რომ გარეჯის საქმეზე დაკავებული ექსპერტების, მელაშვილი-ილიჩოვას მონახულებაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

"მივიღე ოფიციალური უარი სინდისის პატიმრების, ბატონი ივერი მელაშვილის და ქალბატონი ნატალია ილიჩევას ციხეში მონახულებაზე, რაც არის სადეპუტატო საქმიანობაში ხელის შეშლა. მიზეზად პანდემიას ასახელებენ. კვლავ მოვითხოვ საჭირო პროცედურების დაცვით( ვირუსზე სწრაფი ტესტირება და ა. შ) საპატიმროში შესვლას. მთელი საქართველო მათ გვერდით დგას და არავინ შეარჩენს ამ ხელისუფლებას უდანაშაულო ადამიანების პოლიტიკური მიზნით დევნას." - წერს გოცირიძე.

ამავე თემაზე