2020-10-14 14:21:39
დაუსაბუთებელი ბრალდებით, მხოლოდ ყურმოკვრით ადამიანს დადო ბრალი სამშობლოს ღალატში, ეს არი ძალიან არასწორი საქციელი - მეუფე ნიკოლოზი

დაუსაბუთებელი ბრალდებით, მხოლოდ ყურმოკვრით ადამიანს დადო ბრალი სამშობლოს ღალატში, ეს არი ძალიან არასწორი საქციელი - ამის შესახებ განცხადება, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა  ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მიტროპოლიტს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ჟურნალისტურ გამოძიებას გულისხმობს.

"როდესაც ადამიანი პატიმრობაშია, ეს ნიშნავს, რომ ლაპარაკია კრიმინალურ დანაშაულზე. უნდა გავყოთ კრიმინალური და ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება. თქვენ, ჟურნალისტებს არავითარი წვდომა ნამდვილ ინფორმაციაზე არ შეიძლება გქონდეთ. მე ვამბობ, რომ ინფორმაცია, რომელსაც ფლობს საგამოძიებო, ეს ვერ იქნება საჯარო. როდესაც ადამიანს სახელმწიფო ღალატში სდებთ ბრალს, სახელმწიფო ღალატში, მე მიმაჩნია ეს სრულებით გაუმართლებლად. პროკურატურას, რა თქმა უნდა, გამოვუცხადებ ნდობას, მაგრამ მათგან ვერ გვექნება ინფორმაცია, სანამ ძიება არ დასრულდება", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

ამავე თემაზე