2020-10-14 14:10:04
ბოდიშს ვუხდი ამ ორ ადამიანს ასეთი დამოკიდებულების გამო, ვერ გავიგე რაში ადანაშაულებენ - მეუფე მელქისედეკი მელაშვილი-ილიჩოვაზე

ბოდიშს ვუხდი ამ ორ ადამიანს ასეთი დამოკიდებულების გამო, მე ვერ გავერკვიე რა ხდება - ამის შესახებ განცხადება, ​მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა მელქისედეკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მელქისედეკის განცხადებით, ვერ გაიგო თუ რაში ადანაშაულებენ კომისიის ყოფილ წევრებს.

"სამწუხაროდ, მე, როგორც წმინდა სინოდის წევრმა, არაფერი არ ვიცი, რა ხდება დავით გარეჯასთან დაკავშირებით, მაგრამ რასაც ტელევიზიით ვუყურებ და ვადევნებ თვალს, ვერ გავიგე რაში ადანაშაულებენ ამ ორ ადამიანს. როცა მოვისმინე ამ ორი ადამიანის დამოკიდებულება, როდესაც თქვეს, რომ - ველოდებით გაიხსნება კარი და ბოდიშს მოგვიხდიანო, მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ორ ადამიანს ასეთი დამოკიდებულების გამო, მე ვერ გავერკვიე რა ხდება", - განაცხადა მელქისედეკმა.

ამავე თემაზე