2020-10-14 14:01:57
არავის მივცემთ უფლებას, დავით გარეჯი სასაცილოდ მოიხსენიოს, იმედი მაქვს, კუბილიუსი თავის განცხადებაზე განმარტებებს გააკეთებს - თალაკვაძე

არავის მივცემთ უფლებას, დავით გარეჯი სასაცილოდ მოიხსენიოს, იმედი მაქვს, კუბილიუსი თავის განცხადებაზე განმარტებებს გააკეთებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს მცხეთაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მან კომენტარი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე გააკეთა.

„მინდა გამოვეხმაურო ბატონი კუბილიუსის განცხადებას. როგორც ვნახე, მან თქვა, რომ დავით გარეჯის თემა, რომელიც დღეს საინტერესოა საზოგადოებისთვის, სასაცილოაო. ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო. პირადად მე გაოცებული ვარ ამ კომენტარით, ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, საუბრობს ასეთი დამოკიდებულებით ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან, ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. დავით გარჯი არასდროს და ვერასოდეს იქნება სასაცილო! ჩვენთვის იმ პოლიტიკოსის შეფასება, რომელიც ევროსტრუქტურას წარმოადგენს და ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფსებას აძლევს, ვფიქრობ, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მომავალში, როდესაც ევროპარლამენტსა თუ სხვა ევროპულ ფორმატებში გვექნება შეხვედრები, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. იმედი მაქვს, ბატონი კუბილიუსი თავის განცხადებაზე განმარტებებს გააკეთებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამავე თემაზე