2020-10-14 13:00:37
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 231 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში ბოლო 24 საათის  განმავლობაში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 14 231 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას რუსული მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 244 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 1 340 409 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 22 834 პაციენტი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე