2020-10-14 09:47:00
2019 წლიდან რუკა კომისიის წევრ ირმა გაბუნიას ჰქონდა და არა ნატალია ილიჩოვას - მშვენიერაძე

2019 წლიდან რუკა კომისიის წევრ ირმა გაბუნიას ჰქონდა და არა ნატალია ილიჩოვას - ამის შესახებ განცხადება,  არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ "ფორმულასთან" საუბრისას გააკეთა.

მისივე განცხადებით, პროკურატურამ შეთხზა მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ილიჩოვა და მელაშვილი კომისიის სხვა წევრებს რუკას "უმალავდნენ".  

"ამბობენ, რომ ეს რუკა ილიჩოვას კაბინეტიდან ამოიღეს. ილიჩოვა 2019 წლის მაისის შემდეგ აღარ იყო კომისიის წევრი. დადასტურებულია ჩვენებებით როგორც ილიჩოვასი, ასევე ქალბატონი ირმა გაბუნიას ჩვენებით, მისი თანამშრომლის, რომელიც ადასტურებს, რომ ეს მასალები მას გადასცა ილიჩოვამ იმიტომ, რომ ირმა გაბუნია გახდა კომისიის წევრი და როდესაც დაკითხეს ქალბატონი ილიჩოვა მან თქვა, რომ ეს მასალები იქნება ირმა გაბუნიას ოთახში. როდესაც ჩხრეკაზე მივიდნენ, ამოიღეს იმ ოთახიდან, სადაც ირმა გაბუნია და ნატალია ილიჩოვა ერთად სხედან. 2019 წლის მაისიდან ეს რუკა იმ ქალბატონს ჰქონდა და არა ნატალია ილიჩოვას. რუკების დამალვა არის მითი, რომელიც შეთხზეს", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ამავე თემაზე