2020-10-13 14:11:56
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2020 წლის 13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 78 000 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.061 პროცენტით, მაქსიმალური 8.150 %პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.123 პროცენტით განისაზღვრა.

ამავე თემაზე