2020-10-12 10:07:45
ციხეში ზის ორი უპატიოსნესი ადამიანი, ეს ყველაფერი შეთითხნილი არის არჩევნებისთვის - ვაშაძე დავითგარეჯის საქმეზე

ციხეში ზის ორი უპატიოსნესი ადამიანი, ეს ყველაფერი შეთითხნილი არის არჩევნებისთვის - ამის შესახებ განცხადება, ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მთავარი არხის ეთერში საუბრისას გააკეთა.

"სამი რამ მინდა ვთქვა. პირველი, ციხეში ზის ორი უპატიოსნესი ადამიანი. ივერი მელაშვილზე, მის რეპუტაციაზე შემიძლია თავი დავდო. ეს არის პატრიოტი, უზარმაზარი ცოდნის, ინსტიტუციური მეხსიერებისა და საქართველოს სიყვარულის მქონე ადამიანი. 

მეორე, 1938 წლის რუკის ირგვლივ მუდმივად იყო ხმლებისა და აბჯრების მსხვრევა, იმიტომ, რომ საქართველოს არცერთ შემადგენლობას ამ კომისიაში ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ნაბიჯი არ გადაუდგამს, არც განსვენებული პრეზიდენტ შევარდნაძის დროს, არც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დროს და არც მის შემდეგ. როდესაც კომისიის შემადგენლობა გამოცვალეს, ეს უკვე ძალიან ცუდად მენიშნა და უკვე გასაგები იყო, რისთვის მზადდებოდა ეს ყველაფერი. თუმცა, ასფალტი რომ არის დაგებული საგარეო საქმეთა სამინისტროს გარშემო, იმ ასფალტმაც კი იცის, რომ მუშაობა მიდიოდა 1938 წლის რუკით. 

და მესამე, ეს ყველაფერი შეთითხნილი არის არჩევნებისთვის. იმის მაგივრად, რომ ვილაპარაკოთ შიმშილზე, დემოგრაფიულ კატასტროფაზე, სიღატაკეზე, ინსტიტუციების მოშლაზე, ვლაპარაკობთ იმაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს" - აცხადებს ვაშაძე.

ამავე თემაზე