2020-10-08 18:41:57
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი დეა კულუმბეგაშვილის ფილმი დასაწყისი იქნება

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "დასაწყისი" ოსკარზე წარსადგენად საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში დასახელდა.

ფილმი საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ კენჭისყრის შედეგად გამოავლინა.

ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო.

ამავე თემაზე