2020-10-05 12:53:24
"ქველმოქმედება საქვეყნო საქმეებში – ეს არის მისი უცვლელი ხელწერა" - თალაკვაძე

ქველმოქმედება საქვეყნო საქმეებში – ეს არის მისი უცვლელი ხელწერა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გაშენება არის უნიკალური საჩუქარი არა მარტო დედაქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილმა წარსულში უპასუხისმგებლო ჩინოვნიკების მიერ გასხვისებული უკვე მერამდენე აქტივი გამოისყიდა და საზოგადოებას დაუბრუნა. ქველმოქმედება საქვეყნო საქმეებში – ეს არის მისი უცვლელი ხელწერა. თბილისის ცენტრალური პარკი არის კიდევ ერთი მასშტაბური, მწვანე პროექტი და მას ექნება ეკოლოგიური, რეკრეაციული და ეკონომიკური მნიშვნელობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე