2020-10-02 13:33:09
ჩაი, თევზეული, ზეთი, პური - პროდუქტები, რომელიც ბოლო 1 წელში ყველაზე მეტად გაძვირდა

2020 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაჩვენებელმა 2020 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 4.7 პროცენტით განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ინფლაციის წლიურ ჭრილში ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ყავა, ჩაი და კაკაო (14.4 პროცენტი), თევზეული (11.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (8.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.1 პროცენტი);

ამავე თემაზე