2020-09-30 17:30:10
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2059 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.2059 ლარი ეღირება, ევრო – 3.7560 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1212 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.2878 ლარი ღირდა, ევრო – 3.8415 ლარი, ფუნტი – 4.2255 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველ ოქტომბერს ამოქმედდება.

ამავე თემაზე