2020-09-28 19:10:29
ილუზია არ გვაქვს, რომ დღეს 100%-ით ყველა კომპანია გადაურჩება და გადაურჩა კრიზისს – ლევან დავითაშვილი

ილუზია არ გვაქვს, რომ დღეს 100%-ით ყველა კომპანია გადაურჩება და გადაურჩა კრიზისს – ამის შესახებ განცხადება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საუბრისას გააკეთა.

„ბიზნესზე რა თქმა უნდა, არის წნეხი. სახელმწიფომ ძალიან თამამი ნაბიჯები გადადგა მთელი წლის განმავლობაში ბიზნესის დასახმარებლად. გადავდგით არაორდინალური ნაბიჯები და იმპორტიც კი დავასუბრსიდირეთ გარკვეულ პროდუქტებზე. ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ ძალიან მყისიერი იქნება ჩვენი ნაბიჯები.

ილუზია არ გვაქვს, რომ დღეს 100%-ით ყველა კომპანია გადაურჩება და გადაურჩა კრიზისს. ჩვენი დახმარების პაკეტი ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე იყო უპრეცედენტოდ მაღალი. ამან შედეგი მოგვცა, რომ დიდწილად შევინარჩუნეთ სექტორები და დარგები, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ინდივიდუალური კომპანიები კრიზისს ვერ გადაურჩნენ“, - განაცხადა მინისტრმა.

ამავე თემაზე