2020-09-25 19:30:37
ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 1 912 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 912 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 20 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 306 235 შემთხვევა დადასტურდა, 35 801 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 222 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამავე თემაზე