2020-09-25 17:18:10
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3332 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3332 ლარი ეღირება, ევრო – 3.8812 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2365 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.2897 ლარი ღირდა, ევრო – 3.8292 ლარი, ფუნტი – 4.1960 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 26 სექტემბერს ამოქმედდება.

ამავე თემაზე