2020-09-24 16:10:52
როგორ ავიღოთ სესხი ონლაინ?

როდესაც ჩვენს ცხოვრებას თვალს გადავავლებთ, ვხვდებით, რომ მუდმივ სიჩქარეში, სტრესში და ქაოსში ვცხოვრობთ, ამიტომ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთივს, რომ ცხოვრება გავიმარტივოთ, უფრო მობილურები და მოქნილები გავხდეთ. ვეძებთ  ყველა გზას, რომ ტრადიციული სერვისები, თანამედროვე თუ ალტერნატიული გზებით, მარტივად და სწრაფად მივიღოთ. ამის უამრავი მაგალითი არსებობს: ყველაზე ხშირად გამოყენებული გამარტივებული მომსახურება დღესდღეობით  საკვების   ონლაინშეკვეთის და მიტანის სერვისია, ასევე  ხშირად მოვიხმართ სესხის მარტივად მიღებას - ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად.  დისტანციური სესხების არსებობამ დიდი ბიუროკრატიული პროცესები, რიგები ჩაანაცვლა, უხერხულ სიტუაციებში აღმოჩენის შიშისგან გაგვათავისუფლა და, რაც მთავარია, საშუალება მოგვცა, საჭირო თანხა უშუალოდ საჭიროების წარმოქმნის მომენტში მივიღოთ...

მიიღეთ TBC Credit-ის სესხები მარტივად და სწრაფად

თიბისი ბანკის ციფრული პლატფორმა - tbccredit.ge სრულად ციფრული სესხების პლატფორმაა, რაც იმას ნიშნავს,  რომ მომხმარებელი სესხს ითხოვს, იმტკიცებს და იღებს დისტანციურად, რამდენიმე წუთში  და ციფრული პროცესის გაწყვეტის გარეშე. გადაწყვეტილების მიღება, მსესხებელს დაუმტკიცდება თუ არა სესხი, რა თანხა დაუმტკიცდება და რა საპროცენტო განაკვეთში, ადამიანური რესურსის ჩართულობის გარეშე ხდება, ამიტომ სრული პროცესის გავლას სულ რაღაც 2 წუთი სჭირდება.

რა უპირატესობა აქვს TBC Credit-ს?

თიბისი კრედიტის უკან  თიბისი ბანკი დგას, რაც მომხმარებელს იმის გარანტიას აძლევს, რომ იგი  ხარისხიან, სწრაფ და საუკეთესო მომსახურებას მიიღებს.  სესხის აღება ციფრულ პლატფორმაზე თიბისი ბანკის ყველა, 21-დან 60 წლამდე, მომხმარებელს შეუძლია. სესხის დამტკიცება ინდივიდუალურ საპროცენტო განაკვეთში ხდება. პროცესის დროს  მომხმარებლის ყველანაირი ფინანსურ შესაძლებლობას ითვალისწინებენ და საპროცენტო განაკვეთიც და სესხის ლიმიტიც ასე დგინდება.

რა ტიპის სესხების მიღება შეგიძიათ TBC Credit-ზე?

სესხი, რომელსაც თიბისი კრედიტი  თავის მომხმარებელს სთავაზობს, სამომხმარებლოა, ანუ ფილიალში არსებული სესხის ანალოგი.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძირი და პროცენტი ერთდროულად იფრება და ამით, თიბისი კრედიტის სესხს არანაირი საერთო არ აქვს იმ ონლაინსესხებთან, რომლებმაც თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი და მომხმარებლების მასიური უკმაყოფილება გამოიწვია. ხშირია კითხვა, აფუჭებს თუ არა თიბისი კრედიტზე სესხის მოთხოვნა საკრედიტო რეიტინგს, პასუხი ასეთია - ვებგვერდზე სესხის მოთხოვნა ზუსტად იგივე გავლენას ახდენს საკრედიტო რეიტინგზე, როგორსაც ფილიალში მისვლა და სესხის განაცხადის შევსება მოახდენდა.

 

 

ამავე თემაზე