2020-09-23 19:08:00
ინაუგურაცია ფარსია, ლუკაშენკო პენსიაზე გავიდა – ტიხანოვსკაია ლუკაშენკოს ინაუგურაციაზე

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციას ფარსი უწოდა.

„დღეს ხალხისგან ფარულად ლუკაშენკომ საკუთარი ინაუგურაციის ჩატარება სცადა. ყველას გვესმის, თუ რა ხდება. საკუთარი თავის ლეგიტიმურად გამოცხადების მცდელობამ მხოლოდ ის გამოიწვია, რომ წინა უფლებამოსილება დასრულდა, ხოლო ხალხს მისთვის ახალი მანდატი არ მიუცია. ეს ე.წ. ინაუგურაცია, რა თქმა უნდა, ფარსია. რეალურად კი დღეს ლუკაშენკო პენსიაზე გავიდა. მისი ბრძანებები უკვე არალეგიტიმურია. მე, სვეტლანა ტიხანოვსკაია, ერთადერთი ლიდერი ვარ, რომელიც ბელარუსმა ხალხმა აირჩია. ჩვენი ამოცანაა ერთად ავაშენოთ ახალი ბელარუსი“, - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

ამავე თემაზე