2020-09-23 17:45:15
დაკითხვა ჩატარდა დაძაბულ ვითარებაში, რადგან მიხეილ რამიშვილი ხელოვნურად ცდილობდა კითხვებზე პასუხის თავის არიდებას და განგებ აჭიანურებდა და ძაბავდა სიტუაციას – პროკურორი 

დაკითხვა ჩატარდა საბოლოო ჯამში, საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში, რადგან მიხეილ რამიშვილი ხელოვნურად ცდილობდა კითხვებზე პასუხის თავის არიდებას და განგებ აჭიანურებდა და ძაბავდა სიტუაციას ემოციური გამოსვლებით – ამის შესახებ განცხადება, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ყველა კითხვა დაისვა საქმესთან მიმართებით და ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქმეს, რასაც ჩვენ ვიძიებთ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ნაწილში. უმეტესი კითხვა, რაც დავით ფურცხვანიძეს უკავშირდებოდა, მიხეილ რამიშვილმა დაგვიდასტურა, თუმცა, იყო ძალიან ბევრი კითხვა, რაზეც არ ახსოვდა 10 სექტემბერის ან 15 სექტემბრის ან ახლო პერიოდის მიმოწერა. ასევე მნიშვნელოვანი მტიცებულებები, რაც ჩვენ მის ტელეფონში ვნახეთ, ჩვენს კითხვებზე ჰქონდა პასუხი, რომ „არ ახსოვს". დაკითხვა ჩატარდა საბოლოო ჯამში, საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში, რადგან მიხეილ რამიშვილი ხელოვნურად ცდილობდა კითხვებზე პასუხის თავის არიდებას და განგებ აჭიანურებდა და ძაბავდა სიტუაციას ემოციური გამოსვლებით. ეს არ არის ქცევა, როცა მოწმედ ვკითხავთ ადვოკატს.

მეტი ვალდებულება გააჩნია ადვოკატს, მითუმეტეს, როცა დაზარალებულის ადვოკატს წარმოადგენს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და თუ ვინმემ ყალბი ინფორმაცია ან მტკიცებულება გადასცა, სრულყოფილად მიაწოდოს ჩვენება როგორც პროკურატურას, ასევე სასამართლოს. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მივიღეთ მიხეილ რამიშვილის ემოციური გამოსვლები, დაძაბული ფონი, მაგრამ ჩვენ მიერ გამოკითხვისას მაინც დაზუსტდა ბევრი ის გარემოება, რაც დაეხმარება ამ საქმეზე გამოძიებას", - განაცხადა საქმის პროკურორმა.

ამავე თემაზე