2020-09-23 17:16:32
მთავრობამ დააფინანსა კომპანიები, რომლებმაც ოცნებას 1,2 მლნ შესწირეს – ფლანგვის დეტექტორი

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამამ "აწარმოე საქართველოში" 2019 წელს 2 მილიონით დააფინანსა კომპანიები, რომლებმაც ხელისუფლებას 1,2 მილიონი ლარი შესწირეს.

კვლევითი ორგანიზაციის ინფორმაციით, 2019 წელს სსიპ-მა "აწარმოე საქართველოში" საერთო ჯამში 22 მილიონი ლარით დააფინანსა კომპანიები, აქედან 7.2 მილიონით – სასტუმროები.

"დაფინანსებულ საწარმოს შორის არის შპს "კასტა", რომლის ერთადერთი მესაკუთრე რუსეთის მოქალაქეა და რომელმაც 10 ათასამდე ლარი მიიღო. აწარმოე საქართველოშის დაფინანსებულ კომპანიებს შორის ქართული ოცნების მაჟორიტარის, იოსებ მაკრახიძის კომპანიაცაა, რომელმაც 59,000 ლარი მიიღო", - აცხადებენ ფლანგვის დეტექტორში.

ამავე თემაზე