2020-09-23 16:24:11
მთავრობამ ყველა მართვის ინსტრუმენტი გააფუჭა და დააზიანა, ერთადერთი რამ დარჩა ქვეყანას - ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყენება და ინტერვენციები – გოცირიძე

მთავრობამ ყველა მართვის ინსტრუმენტი გააფუჭა და დააზიანა. დღეს ერთადერთი რამ დარჩა ქვეყანას - ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყენება და ინტერვენციები – ამის შესახებ განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

"ყველა ბერკეტი, რომლითაც ლარი უნდა ყოფილიყო გამყარებული, დღეს არის მოშლილი. მთავრობამ ყველა მართვის ინსტრუმენტი გააფუჭა და დააზიანა. დღეს ერთადერთი რამ დარჩა ქვეყანას - ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყენება და ინტერვენციები. ორი ბოროტებიდან უნდა გამოვიყენოთ ნაკლები ბოროტება. დიდი ბოროტება არის ლარის ჩამოშლა და სოციალური კატასტროფა და ნაკლები ბოროტება არის რეზერვების შემცირება. სხვა გამოსავალი დაუტოვა მთავრობამ ქვეყანას", - განაცხადა გოცირიძემ.

ამავე თემაზე