2020-09-23 14:14:54
ლარის კურსის გაუმჯობესების ერთადერთი გზა, ეს არის ხელისუფლების ცვლილება – ვაშაძე

ლარის კურსის გაუმჯობესების ერთადერთი გზა, ეს არის ხელისუფლების ცვლილება – ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

"უმძიმესი მდგომარეობაა ლარის კურსთან დაკავშირებით. დღეს, ეროვნული ბანკი ჩვენი 40 მლნ დოლარის დახარჯვას აპირებს. უკვე დახარჯულმა 400 მილიონმა დოლარმა არაფერი შედეგი გამოიღო, ასევე იქნება 40 მლნ დოლარის შემთხვევაშიც. ქართველ და უცხოელ ფინანსისტებთან დღე და ღამე ვიმუშავეთ, რომ მიგვეკვლია რაიმე ფორმულისთვის, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლარის კურსი გამყარდეს და შემდეგ შეგვეთავაზებინა ხელისუფლებისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ლარის კურსის გაუმჯობესების ერთადერთი გზა, ეს არის ხელისუფლების ცვლილება". - ამბობს ვაშაძე.

ამავე თემაზე