2020-09-23 11:58:47
"ევროპული საქართველო" ითხოვს ზუგდიდის მერს, გეგა შენგელიას, დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება

"ევროპული საქართველო" ითხოვს ზუგდიდის მერს, გეგა შენგელიას, დროებით შეუჩერდეს უფლებამოსილება. "ევროპული საქართველოს" წევრის, ბესიკ დონაძის თქმით, ზუგდიდის მერი, ამავდროულად, არის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის ზუგდიდიში, ირაკლი ჩიქოვანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.

ბესიკ დონაძის თქმით, გეგა შენგელიას აქვს პოლიტიკური მიკერძოება, ამრიგად ვერ ხდება კანონის აღსრულება და ითხოვს, რომ ზუგდიდის მერს, საარჩევნო პერიდოში შეუწყდეს უფლებამოსილება.

დონაძემ აღნიშნა, რომ გიგი უგულავას პლაკატების დაზიანებაზე, გეგა შენგელიას არ ჰქონია რეაგირება, მიუხედავად იმისა, რომ მას საოლქო კომისიამ შესაბამისი მასალა გადასცა.

„ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგი უგულავას სააგიტაციო მასალას, კერძოდ პლაკატებს, ქართულმა ოცნებამ ირაკლი ჩიქოვანის პლაკატები გადააკრა და დააზიანა. აღნიშნულ დარღვევაზე მივმართეთ საოლქო საარჩევნო კომისიას რეაგირებისთვის. კომისიამ, თავის მხრივ, აღნიშნული დარღვევის დამადასტურებელი მასალები გადაუგზავნა ქალაქის მერს, გეგა შენგელიას, რომელსაც უნდა გამოეწერა სამართალდარღვევის ოქმი. ეს დარღვევა ითვალისწინებს 1000 ლარიან ჯარიმას, თუმცა გეგა შენგელია წარმოადგენს ქართული ოცნების ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელს და მან ევროპულ საქართველოს მიწერა, რომ ვერ აღმოაჩინა სამართალდამრღვევი პირი, რომელსაც დააჯარიმებდა. შენგელიას, ფაქტიურად უნდა დაეჯარიმებინა თავისი აქტივისტები, რომელთაც თვითონ მისცა დავალება, აღნიშნული პლაკატების დაფარვასა და დაზიანებაზე.

"ევროპული საქართველო" მოითხოვს  საარჩევნო პერიოდში ზუგდიდის მერს, გეგა შენგელიას შეუწყდეს უფლებამოსილება, რადგან იგი პარალელურად წარმოადგენს ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის შტაბს, ის არის შტაბის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ვერ ხდება კანონის აღსრულება, რადგან მას აქვს პოლიტიკური მიკერძოება.“- განაცხადა ბესიკ დონაძემ.

ამავე თემაზე