2020-09-22 11:45:38
შუახევის მერიის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ოთხ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორ მერიაში აცხადებენ, ინფიცირების წყარო ცნობილია.

"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულებთან კონტაქტი, გადავიდა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდა ტესტირება. სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობა და სამუშაო სივრცეები. შუახევის მერია განაგრძობს მუშაობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად",- აცხადებენ უწყებაში.

ამავე თემაზე