"ნაციონალური მოძრაობის" გარეშე თეორიული, უბრალოდ თეორიული შანსიც კი არ არსებობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხების – ამის შესახებ განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა, "ფორმულასთან" საუბრისას გააკეთა, რითაც გამოეხმაურა, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას, სადაც ის აცხადებს, რომ სააკაშვილის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისათვის.
"იგივე შემიძლია ვთქვა ბოკერიას ნებისმიერ გამოსვლაზე, როდესაც თავს ესხმის ის ან რომელიმე მისი თანაპარტიელი მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დღემდე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციური ლიდერი და რომლის გარეშე და ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე თეორიული, უბრალოდ თეორიული შანსიც კი არ არსებობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხების." – აცხადებს სამადაშვილი.