2020-09-16 20:02:23
მეორედ საყოველთაო კარანტინის დაწესება ქვეყნის ეკონომიკას კატასტროფულ შედეგებს მოუტანს – ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში მეორედ საყოველთაო კარანტინის დაწესება ეკონომიკას კატასტროფულ შედეგებს მოუტანს.

„მე არ მსურს მეორედ საყოველთაო კარანტინის დაწესება. ვფიქრობ, ქვეყნისთვის ეს აბსოლუტურად არასწორი ნაბიჯი იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს სცენარი თავიდან ავიცილოთ. ამგვარი ნაბიჯის ფინანსური შედეგები კატასტროფული იქნება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა .

ამავე თემაზე