2020-09-16 18:05:21
ვურჩევ "ქართული ოცნების" ლიდერებს, თვალი გაუსწორონ რეალობას და სერიოზულად მიიღონ საქართველოს მეგობრების ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეზოლუცია - კანდელაკი

ვურჩევ "ქართული ოცნების" ლიდერებს, თვალი გაუსწორონ რეალობას და სერიოზულად მიიღონ საქართველოს მეგობრების ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეზოლუცია - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, ევროპარლამენტარების მიერ რეზოლუციის კენჭისყრას ეხმაურება, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ეხება.

გიორგი კანდელაკის თქმით, ეს რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალი რანგის, სადაც საუბარია იმ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნებამდე. კანდელაკის თქმით, რეზოლუციაში გამახვილებულია ყურადღება პოლიტიზირებული მარლთმსაჯულების საქმეზე და 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებაზე, ასევე წინასაარჩევნოდ, სხვადასხვა დარღვევებზე. კანდელაკმა მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, თვალი გაუსწორონ რეალობას და გაითვალისწინონ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები.

„ამ წუთებში ევროპარლამენტში მიმდინარეობს კენჭისყრა რეზოლუციისა, რომელიც შეეხება საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას და ეს არის ძალიან მაღალი რანგის  და ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი იღებს არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე.

რეზოლუციაში პირდაპირ არის ნათქვამი და ეს არის შეთანხმებული ტექსტი, ყოველგვარი შესწორების გარეშე, ყველა ფრაქციის მიერ, მათ შორის ქართული ოცნების პარტნიორი ფრაქციის, სოციალისტური ფრაქციის მიერ. აქ პირდაპირ არის ჩამოთვლილი რა არ უნდა მოხდეს ამ არჩევნებზე, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე.

ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობის შემთხვევების არ გამოძიება და არავის არ დავიწყებია კორცხელი და წინა არჩევნებზე მომხდარი ძალადობრივი ფაქტები, ასევე საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და ზოგადად, ზეწოლა ამომრჩევლებზე.

ასევე, პირდაპირ არის მოწოდება, რომ გადაწყდეს პოლიტიზირებული მარლთმსაჯულების დარჩენილი საქმე 8 მარტის შეთანხმების შესრულების კონტექსტში და რათქმაუნდა, გიორგი რურუას საქმე იგულისხმება და სალომე ზურაბიშვილის მიერ უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება სწორედ ამ შეთანხმების კონტექსტში გადადგმულ ნაბიჯად არის მოხსენიებული. ასევე საუბარია პროპაგანდაზე, მტრული ქვეყნის პროპაგანდაზე, თუმცა ამავდროულად, პროპაგანდაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ აღკვეთა Facebook - მა და გააუქმა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ასეულობით გვერდი.

მე ვურჩევ ქართული ოცნების ლიდერებს, რომ გუშინდელივით არ დაიწყონ ტყუილების თქმა, თვალი გაუსწორონ რეალობას და ძალიან სერიოზულად მიიღონ საქართველოს მეგობრების და მხარდამჭერების ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და წონიანი რეზოლუცია, რომელსაც სულ რამდენიმე წუთში მიიღებს ევროპარლამენტი.“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

რეზოლუციაში ასახული მუხლები:

მუხლი 6: „მიესალმება ყველა მთავარი პოლიტიკური პარტიის მიერ საერთაშორისო შუამდგომლობით მიღწეული 2020 წლის 8 მარტის განცხადების მიღებას რომელმაც 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ საპარლამენტო ადგილზე დაფგუძნებული საარჩევნო სისტემის მთავარი მახასიათებლები დაადგინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად...

მიესალმება 8 მარტის შეთანხმების განხორციელებას და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ 15 მაისს პატიმრობაში მყოფი ორი ოპოზიციური ლიდერის შეწყალებას რაც დაძაბულობის განსამუხტავად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო; მოუწოდებს ყველა მხარეს, ამ კონტექსტში, რომ უერთგულონ შეთანხმების როგორც სულისკვეთებას ასევე ტექსტს და სრულად განახორციელონ მისი ყველა ასპექტი, კონკრეტულად კი უზრუნველყონ რომ საარჩევნო რეფორმის ყველა ასპექტი შევა კონსტიტუციასა და კანონებში და რეალურად შესრულდება და რომ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ყველა დარჩენილი საქმე გადაწყდება ყოველგვარი დაყოვნების გარეშე.

8. აღნიშვანს რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება საქართველოს რეპუტაციისთვის გადამწყვეტი და გამოხატავს იმედს რომ საარჩევნო კამპანია იქნება სამართლიანი, მოუწოდებს ხელისუფლებას დროულად განახორციელოს და შეასრულოს ეუთოს რეკომენდაციები და გამოასწოროს რელევანტური კანონმდებლობა და გამოწვევები, მათ შორის საჯარო რესურსების პოლიტიკური კამპოანიისთვის ბოროტად გამოყენება და კამპანიების სხვაგვარად შეუფერებელი დაფინანსება, ძალადობის დაუსჯელობა, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის გავრცელება, ამომრჩევლების, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეების მოსყიდვა, „ზეწოლის და ანგარიშსწორების შიშის გარეშე“ ხმის მიცემის შესაძლებლობა; მოუწოდებს მთავრობას უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და საარჩევნო დამკვირვებლების მუშაობა რათა მათ საკუთარი მოვალეობის შესრულება შეძლონ ზეწოლის და ჩარევის გარეშე;

16. ... urges the authorities to refrain from interfering in media freedom or pursuing politically motivated judicial cases against media owners or representatives; urges the Georgian Government to take steps to prevent disinformation campaigns by foreign or domestic actors against the country or any political party;

17... notes the recent action taken by social media platforms against accounts and pages which have engaged in coordinated inauthentic behaviour and attacks against the opposition, the media and civil society;

ამავე თემაზე