2020-09-16 16:27:32
არასერიოზულია, როდესაც ოპოზიციური პარტიები ასეთ მემორანდუმებს აფორმებენ, ახლა მათ სახლობანას თამაში დაიწყეს – მდინარაძე

ახლა სახლობანას თამაში დაიწყეს, არასერიოზულია, როდესაც ეს ხალხი ასეთ მემორანდუმებს აფორმებს,- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური პარტიების მიერ მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმების გაფორმება. მდინარაძის თქმით, ამგვარი მემორანდუმის გაფორმება არასერიოზულია.

„ახლა სახლობანას თამაში დაიწყეს. ამ სახლობანასი ვისაც სჯერა, მათ დარწმუნებას ცდილობენ, თითქოს რაღაც შანსები აქვთ, რაც გამორიცხულია. მათივე კვლევებითაც კი მსგავსი შანსები არ უჩნდებათ. სახლობანას თამაში რაც არ უნდა დაიწყონ და იმის ჩამოწერა, ვინ პრემიერი იქნება, ვინ სუს-ს გააუქმებს და ვინ სასამართლო სისტემას, ეს ისეთ ნათამაშებად დარჩება, როგორც აქამდე თამაშობდნენ. ძალიან არასერიოზულია, როდესაც ეს ხალხი, რომელმაც საკუთარი რეიტინგი კარგად იცის, ასეთ მემორანდუმებს აფორმებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე