2020-09-16 15:39:30
11 შუამდგომლობა შევიტანეთ გენერალურ პროკურატურაში- რამიშვილი

11 შუამდგომლობა შევიტანეთ გენერალურ პროკურატურაში- განაცხადა  თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ შუამდგომლობაში შეტანილია ყველა ის კითხვა, რომელიც ოჯახს საგამოძიებო უწყებასთან აქვს.

„ჩვენ დღეს 11 შუამდგომლობა შევიტანეთ უწყებაში. ეს მთლიანად ეხება ყველა იმ კითხვას, რაც ჩვენ გაგვაჩნია და ეს პირადად ირაკლი შოთაძის სახელზეა შეტანილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ირაკლი შოთაძესთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, გარკვეულ შეთანხმებასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ზუსტად ამ შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების შედეგად პირადად ოჯახის წევრებს უნდათ შოთაძისგან მიიღონ გარკვეული პასუხები. ეს ეხება როგორც სატელიტის ფოტოებს, ასევე ფედერალური ბიუროს ჩართვას, ლეპტოპისა და მობილური ტელეფონის გადაგზავნას იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ნამდვილად არ ვენდობით ექსპერტებს და ამავდროულად ვითხოვთ უცხოელი ექსპერტების ჩართულობას მიმდინარე ექსპერტიზებში. ამასთან, ჩვენ გვინდა, რომ დაუყოვნებლივ დაიკითხოს ჟურნალისტი ელისო კილაძე, რადგან მან განაცხადა, რომ კიდევ აქვს დამატებითი ინფორმაციები",-განაცხადა რამიშვილმა.

ამავე თემაზე