2020-09-16 15:23:57
ადრეულ ეტაპზე ინფექცია თითქმის არ გვეპარება, ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ძირითადად მსუბუქი შემთხვევებია – გამყრელიძე

ადრეულ ეტაპზე ინფექცია თითქმის არ გვეპარება, ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ძირითადად მსუბუქი შემთხვევებია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.

„ქვეყანაში საგრძნობლად გაზრდილია „პისიარ“ ტესტირების მაჩვენებელი. დღევანდელი რიცხვით, უკვე ნახევარ მილიონს გადააჭარბა, ანუ იანვრიდან მოყოლებული 508 ათასი „პისიარ“ ტესტია ქვეყანაში. მილიონ მოსახლეზე ჩვენ გვაქვს 136 818 ტესტი, რაც გახლავთ ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჩვენ სადღაც შუა ხაზზე ვართ. ეს ნიშნავს, რომ გაფართოებული ტესტირების დროს, დილისთვის 11 ათასამდე ტესტირება გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ადრეულ ეტაპზე ინფექცია თითქმის არ გვეპარება და ამიტომაც ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ძირითადად მსუბუქი შემთხვევებია. ინფიცირებულებს ადრეულ ეტაპზევე ვავლენთ და ვიწყებთ მათ მართვას, რაც სწორედ გამოსავლის კარგი წინაპირობაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამავე თემაზე